LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამშობლოს” მეშვიდე სეზონი ეკრანებზე 11 თებერვალს გამოვა (თრეილერი)

165

დღეს ცნობილი ხდება, რომ პოპულარული ამერიკული სერიალის „სამშობლოს” ახალი სეზონი ეკრანებზე 2018 წლის 11 თებერვალს გამოდის. Showtime-მა მეშვიდე სეზონის პირველი თრეილერი გაავრცელა. პრომოდან ჩანს, რომ სერიალის მთავარი გმირი კვლავ ქერი მეტისონია, რომლის როლსაც „ემმისა“ და „ოქროს გლობუსის“ მრავალგზის გამარჯვებული ქლერ დეინსი ასრულებს. სერიალის მეექვსე სეზონი ტრაგიკულად დასრულდა კიდვ ერთი მთავარი გმირისთვის. რუპერ ფრენდის გმირი, პიტერ ქუინი პრეზიდენტ კინის მიმართ განხორციელებულ ტერაქტს  შეეწირა. გასული სეზონის სიუჟეტის მიხედვით, პრეზიდენტმა კინმა საკუთარი გარემოცვის 200-მდე წევრის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამჯერად ქერის მთავარი ამოცანაა დაამტკიცოს მათი უდანაშაულობა.

სერიალის ძირთად სამსახიობო ანსამბლი ახალ სეოზონში კოსტა რონინი, მორგან სპექტორი, სინდრინ ჰოლტი და დილან ბეიკერი უერთდებიან. სატელევიზიო შოუში ქერი მეტოსნთან ერთად მენდი პატინკინიც ბრუნდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები