LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშობლოსთვის: გაეროს ყველაზე ახალგაზრდა ელჩი ყავს

113

მალალა იუსუფზაი გაეროს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ელჩი იქნება. პაკისტანელი უფლებადამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი ამიერიდან კიდევ ერთ ფუნქციას შეითავსებს. 19 წლის გოგონა ელჩად თავად გაეროს გენერალურმა მდივანმა სადღესასწაულო ცერემონიის დროს დაასახელა და მას ახალგაზრდა გმირი და დიდსულოვანი პიროვნებაც უწოდა.
შეგახსენებთ, რომ მალალა ცნობილი ჯერ კიდევ 2009 წელს გახდა, როდესაც „BBC“-თვის ბლოგს აწარმოებდა. 2012 წელს კრიმინალურმა დაჯგუფებებმა გოგონას მოკვლაც კი სცადეს, თუმცა ის მაინც არ დანებდა და ბრძოლა განაგრძო.
როგორც მალალა აცხადებს, მის სიცოცხლეს საფრთხე დღესაც ემუქრება, თუმცა მას არ ეშინია და მზადაა, რომ თავისი სამშობლოსთვის კიდევ ბევრი რამ გააკეთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები