LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Galaxy A სმარტფონის 2016 წლის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა

114

კომპანია “სამსუნგ ელექტრონიქსმა” ახალი სმარტფონი Galaxy A (2016) პრემიუმ დიზაინითა და გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით წარმოადგინა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, უახლესი Galaxy A სმარტფონი მომხმარებელს შეუდარებელ სტილსა და ტექნოლოგიურ სრულყოფას სთავაზობს.

”უახლესი Samsung Galaxy A სმარტფონი უზრუნველყოფილია პრემიუმ დიზაინით, გაუმჯობესებული კამერით. Galaxy A (2016) აერთიანებს სამსუნგის ინოვაციურ დიზაინსა და სისწრაფეს, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალურობა იმ სიახლით, რასაც ეკრანის სამი განსხვავებული ზომით წარმოგვიდგენს: 5.5-ინჩი A7-ისთვის, 5.2-ინჩი A5-ისთვის და 4.7-ინჩი A3-ისთვის”, – განაცხადეს “სამსუნგ ელექტრონიქსში”.

მათივე ინფორმაციით, Galaxy A (2016) არ ღალატობს Galaxy სერიის მემკვიდრეობას დიზაინში, ქმნის რა მეტალისა და შუშის ერთობლიობით ლამაზ და ჰარმონიულ პრემიუმ დიზაინს. ახალი Galaxy A უზრუნველყოფს საუკეთესო ხილვადობის გამოცდილებას დავიწროებული გარე პანელის საშუალებით.

Galaxy A (2016) აღჭურვილია გაუმჯობესებული კამერის სისტემით ნათელი და კაშკაშა ფოტო და ვიდეოებისთვის. მისი სისტემა შეიცავს ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციის ფუნქციას (OIS) რომ მინიმალურამდე დაიყვანოს ფოტოს ბუნდოვანება, ის ასევე შეიცავს იშვიათ F1.9 ლინზას, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გადაიღოს ოპტიმალური ფოტოები სიბნელეშიც კი.

”მეტიც, სამსუნგის სწრაფი ჩატვირთვის ფუნქციის მეშვეობით, „სახლის“ ღილაკის ორჯერ დაჭერის შემთხვევაში, კამერა ირთვება წამზე ნაკლებ დროში. ასევე, მომხმარებელს საშუალება აქვს, გადაიღოს საუკეთესო სელფი, იმ ფუნქციების დახმარებით, როგორიცაა Wide Selfie, Palm Selfie and Beautifying Effects.”, – აღნიშნეს კომპანიაში.

გარდა ამისა, 2016 წლის 25 იანვრიდან  7 თებერვლის ჩათვლით Samsung Georgia-ს ფეისბუქის გვერდზე მიმდინარეობდა ფოტო-კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც  ახალი Samsung Galaxy A5 სერიის სმარტფონით სწორად დღეს, Samsung-ის ბრენდშოპში დაჯილდოვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები