LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“Samsung Galaxy Note 7”-ის მფლობელებისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რეკომენდაციებს ავრცელებს

329

თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლის გაჩენის საშიშროების პრევენციისა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,  სამოქალაქო ავიაციის სააგენტო „Samsung Galaxy Note 7” აპარატების საჰაერო ხომალდით გადატანასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს  ავრცელებს.

სააგენტო მგზავრებს მოუწოდებს,  ფრენის განმავლობაში აღნიშნული მოდელის აპარატები შეინარჩუნ გამორთულ მდგომარეობაში, მოერიდონ  “Samsung Galaxy Note 7” ელემენტის დამუხტვას საჰაერო ხომალდის ბორტზე, არ მოათავსონ აღნიშნული მობილური ტელეფონები რეგისტრირებულ ბარგში და დაუყოვნებლივ შეატყობინონ ეკიპაჟის წევრებს აპარატის შესაძლო დაზიანების, გახურების, აალების, დაკარგვის ან სავარძლებს შორის ჩავარდნის შემთხვევაში.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საავიაციო ხელისუფლებების მიერ რეკომენდაციების გავრცელების აუცილებლობა განაპირობა კომპანია “Samsung”-ის ოფიციალურმა განცხადებამ, რომლის მიხედვით, „Galaxy Note 7”-ის ელემენტებთან მიმართებაში გამოვლენილი მოჭარბებული საჩივრების გამო, კომპანია იწყებს გაყიდული პროდუქციის გამოთხოვისა და მისი ახალი აპარატებით გამოცვლის პროგრამას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოუწოდებს მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს, საჰაერო ხომალდით მგზავრობისას აუცილებლად გაითვალისწინოთ აღნიშნული რეკომენდაციები.

რეკომენდაციები ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ფრენის უსაფრთხოების ბიულეტენზე დაყრდნობით გავრცელდა.