LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამთო დატყმა, უსაფრთხოების დაცვის შემთხვევაში, ფაქტის თავიდან აცილების შესაძლებლობას არ გამორიცხავს”

92

“პირველადი ინფორმაციით, ფაქტის გამომწვევი მიზეზი სამთო დარტყმაა, თუმცა ეს ფაქტი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვას არ შეეძლო ფაქტის თავიდან აცილება“,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია შრომის ინსპექტროებისა და ეკონომიკის სამინისტროში არსებული ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტებისგან, შახტაში ჩასასვლელად ამ წუთებში ემზადებიან.

„სპეციალურმა ჯგუფმა მოკვლევა ადგილზე დოკუმენტაციის შესწავლით დაიწყო. უფრო ზუსტი სურათი კი მას შემდეგ გვექნება, როცა ჯგუფის წევრები შემთხვევის ადგილზე ჩავლენ,“- განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

ის არ გამორიცხავს, რომ მოკვლევის დასრულების შემდეგ, საწარმოს ადმინისტრაციას მიმართონ იმ უბნის დახურვის რეკომენდაციით, სადაც ტრაგედია მოხდა.