LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედია–გრიგოლეთის ახალი გზა მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას მისცემს

221

სამტრედია-გრიგოლეთის 11,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გზის მშენებლობის შემდეგ, შემცირდება მგზავრობის დრო და გაიზრდება სატრანზიტო გადაზიდვები.

სამუშაოებზე ამ ეტაპზე, 650-მდე ადამიანია დასაქმებული.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: 11.5 კმ-იანი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მშენებლობა; 8 ხიდისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა სიმონიამ დაათვალიერეს.

“სამუშაოები, სადაც 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლომდე დასრულდება. ახალი გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება  ავტოტრანსპორტის  უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. ადგილობრივ მოსახლეობას მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობაც მიეცემა”, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.

სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთის მშენებლობა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები