LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიაში ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ მძღოლები გაიფიცნენ

102

სამტრედიის სოფელ ბაშთან საპროტესტო აქციას ქვიშის გადამზიდი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები და მათი ოჯახის წევრები მართავენ. საქმე ეხება ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ დაქირავებულ მძღოლებს, რომლებიც სოფელ ბაშთან მდინარიდან ინერტულ მასალას ეზიდებიან, რომელიც ავტობანის მშენებლობისთვის გამოიყენება.

გაფიცული მძღოლების განცხადებით, დამსაქმებელს მათთვის ხელფასი არ გადაუხდია.

„ასევე ჩაიწერეს ჩვენი მანქანის ნომრები და ვინც პროტესტს გამოვხატავთ, სამსახურიდან გაშვებით დაგვემუქრნენ,“- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე კახა კინწურაშვილი.

მისი თქმით, არ აპირებენ ასევე სხვა სატვირთო მანქანების გატარებას, რომლებიც დატვირთული არიან ინერტული მასალით და აქციაში არ მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები