LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამუნდიალე ამბები: რა ღირს მოსკოვში სახლის ქირაობა და როდის იქნება ცხელი წყალი

120

მსოფლიო ჩემპიონატი კარს მოგვადგა. რუსეთი და რუსეთში ჩასვლის მსურველი გულშემატკივრები ბოლო ეტაპის მზადებაში არიან. არც ბოიკოტის მომხრეების სიმცირეა და არადემოკრატიულ რუსეთს კი ახალი გამოწვევები აქვს: მაგალითად, ღირსეულად უნდა მიხედონ უმცირესობებს.

 

ტურისტებისა და გულშემატკივრების რაოდენობით ლიდერობენ აშშ, ჩინეთი, მექსიკა, არგენტინა, ურუგვაი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს და ჩინეთის ნაკრებები ვერ მოხვდნენ მუნდიალზე.

რუსეთში უცხოელებისთვის ყველა ექსკურსია 24 ენაზე ჩატარდება, მაგრამ ძირითადი იქნება – ინგლისური, გერმანული, ფრანგული და ჩინური.

 

ბრიტანეთის პოლიციამ გულშემატკივრები რუსების ძლიერი პატრიოტული გრძნობების შესახებ გააფრთხილა და მათ პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

 

ევროპარლამენტის 60 დეპუტატმა (750-დან) ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებს მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდა.

 

სანკტ-პეტერბურგში ჩემპიონატის პერიოდში ლგბტ გულშემატკივრებისთვის სახლი გაიხსნება.

 

საფრანგეთის ნაკრების პრემიალურები გაცხადდა: ფრანგები ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში 400 ათას ევროს მიიღებენ.

 

რამდენიმე უცხოელმა გულშემატკივარმა ჩემპიონატის პერიოდში საცხოვრებელი 70-150 ათას დოლარად იქირავა.
გარიგებები აპრილში შედგა და საუბარია ძვირადღირებულ საგარეუბნო სახლებზე რუბლევო-უსპენსკის შოსეს რაიონში. სახლები 2 000 კვ/მ-ია და 1 ჰა ნაკვეთებზეა აშენებული.

 

მოსკოვში ჩემპიონატის დღეებში ცხელი წყლის გამორთვის გრაფიკი დააკორექტივეს. მოსკოვის ენერგეტიკულმა კომპანიამ საინფორმაციო სერვისი აამოქმედა, რომლის მეშვეობით ცხელი წყლით მომარაგების დროებს შეიტყობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები