LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამუნდიალე ამბები: საჭმელი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, ინგლისელების ცოლებს დაცვა ეყოლებათ

36

თვეზე მეტი რჩება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. თანდათან ხურდება სამუნდიალე ამბები, თუმცა ჯერ ევროპული ჩემპიონატები და ევროთასების ფინალებია ჩასამთავრებული. აი მერე კი ყველა რუსეთისკენ გაიხედება. მანამდე კი ასეთი ამბებია:

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების ცოლებს მსოფლიო ჩემპიონატზე დაცვა მოემსახურება. ზოგიერთი მოთამაშე პირადი დაცვის აყვანას გეგმავდა, მაგრამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ საკუთარ თავზე აიღო დელეგაციის გაფართოების საკითხი, რათა ფეხბურთელების მეორე ნახევრები მშვიდად იყვნენ.

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დროს რუსულ ტელეარხებზე ერთი წუთი რეკლამის ფასი 7.5 მილიონი რუბლი იქნება. ეს თითქმის სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ევრო 2016-ის ტელერეკლამა. 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალის სარეკლამო წუთთან შედარებით კი არ გაზრდილა, ოდნავ შემცირდა კიდეც.
რუსულმა ტელეარხებმა – „პირველი არხი“, „როსია 1“ და „მატჩ ტვ“ – ფიფასგან ტელეტრანსალაციის უფლება დაახლოებით 32 მილიონ დოლარად იყიდეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე ბილეთების 89% უკვე გაყიდულია. ამ ეტაპზე, 2 374 00 ბილეთი, ანუ 46% რუსმა გულშემატკივრებმა შეიძინეს, 54% უცხოელებმა.

სოჭის ყველა სტუმარი მისაღებ ფასად უნდა გამოკვებონ. ამ მიზნის მისაღწევად სტადიონ „ფიშტის“ 500 მეტრიან რადიუსზე იგეგმება საკვებს ფიქსირებული ფასები დაადგინონ, რამეთუ ფულის შოვნის მოყვარულები დიდ ფასნამატს აკეთებენ.

მოსკოვში ალკოჰოლის გაყიდვა არა მარტო მატჩების, არამედ წინა დღეებშიც აიკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები