LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამუნდიალო ამბები: რამდენს აიღებენ მსაჯები და ველოსიპედით წასული ფანი

56

რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დრო ბევრი აღარ რჩება. მართალია, ევროპაში გადამწყვეტი პერიოდი დგება და ყურადღება აქეთაა მიმართული, მაგრამ სამუნდიალო ამბებიც სულ უფრო „ცხელდება“.
მოკლედ, მიმოვიხილოთ რა ხდება რუსეთის თავს.

 

მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში 500-ზე მეტმა სასტუმრომ ფასები გაზარდა. ქვეყნის რეგიონების მონაცემები ზედამხედველობის სამსახურმა გამოაცხადა. არ არის გამორიცხული ასეთი ობიექტები დაჯარიმდნენ.

 

ფიფამ ბილეთების დიზაინის პრეზენტაცია გამართა.
ყველა ბილეთზე საკვანძო ინფორმაცია განთავსდება: გუნდებისა და სტადიონის დასახელება, მატჩის გამართვის და დაწყების თარიღი, ასევე მაყურებლის დაშვების დრო – 3 საათით ადრე.

 

სამარის სტადიონისთვის გაზონს გერმანიიდან ჩაიტანენ. 22 სატვირთო უკვე დაიტვირთა და რუსეთის გზას გაუდგა.

 

„ლუჟნიკის“ სტადიონს მსოფლიო ჩემპიონატის დროს 36,7 მილიარდ რუბლად დააზღვევენ. მოსკოვის მთავარი სტადიონის უძრავ-მოძრავი ქონების დაზღვევის უფლება კონკურსის მეშვეობით კომპანია „ინგოსსტრახმა“ მოიპოვა.
ობიექტების დაზღვევის პერიოდია 30 მაისი – 18 ივლისი.

 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რომ მოხალისეობის კანდიდატები ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან კავშირში შეამოწმონ.

 

გაირკვა არბიტრების გასამრჯელო. მუნდიალზე მთავარი მსაჯები გარანტირებულად მიიღებენ 57ათას ევროს და პლუს 2 500 ევროს თითო თამაშზე.
ასისტენტები 20 ათასს აიღებენ და 1 600 ევროს ყველა გამომუშავებული მატჩისთვის.

 

ეგვიპტელი მოგზაური მოჰამედ ნოფალი ქაიროდან მოსკოვში გაემგზავრა… ველოსიპედით. გიჟმაჟი ფანი რუსეთის დედაქალაქში ჩასვლას 65 დღეში გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები