LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია” – სასამართლომ მსახიობი გია როინიშვილი თეატრში აღადგინა

344

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსახიობ გია როინიშვილს თუმანიშვილის სახელობის თეატრში სამწლიანი დავის შედეგ აღადგენენ და განაცდურსაც აუნაზღაურებენ. ამის შესახებ განცხადებას მსახიობი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს

 

“სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია. დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩემი თუმანიშვილის თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ. სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად. მინდა აღვნიშნო, რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა თეატრის წინა ხელმძღვანელობის, ქეთი დოლიძის დროს. წინასწარ ვულოცავ თუმანიშვილის თეატრს და ყველა ჩემს გულშემატკივარს შობა-ახალ წელს”,- წერს გია როინიშვილი.

 

https://www.facebook.com/gia.roinishvili.5/posts/959104244265041?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები