LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროა, რომ კახა კალაძე პროფესიონალ ცრუპენტელად ჩამოყალიბდა”-ირმა ნადირაშვილი

83

ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ კახა კალაძე „პროფესიონალ ცრუპენტელად ჩამოყალიბდა“. „ნაციონალური მოძრაობის“ მედია მდივანმა დღეს კალაძის განცხადების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეებზე ზეწოლა არ ხორციელდება და „თუ ვირტუალური მოსამართლეები არსებობენ, პაპუაშვილმა ეს უნდა თქვას“.

„სამწუხაროა, რომ კახა კალაძე პროფესიონალ ცრუპენტელად ჩამოყალიბდა. ვირტუალურ სამყაროში ”ქართული ოცნება” აცხოვრებს ამომრჩევლებს თავისი დაპირებებით, თავისი ტყუილებით. რაც შეეხება მოსამართლეებზე ზეწოლას, მეტი რეალობა ალბათ წარმოუდგენელია. ჩვენ გვყავს მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების დაკვეთით უარს ამბობენ თავისი მთავარი მოვალეობის – მართლმსაჯულების განხორციელებაზე. მთლიანად ეს ინსტიტუტი, საკონსტიტუციო სასამართლო, მიწასთან გაასწორა ხელისუფლებამ და უმოქმედო გახადა და რაც მთავარია, პროკურატურამ საერთოდ უარი თქვა ამ საქმის გამოძიებაზე“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.