LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროა, რომ ვეტომ დაჩრდილა რეფორმის მნიშვნელობა – კობახიძე

28

ირაკლი კობახიძისთვის სამწუხაროა, რომ ვეტომ პარლამენტის მიერ გატარებული უპრეცედენტო რეფორმის მნიშვნელობა დაჩრდილა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვეტოსთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება.

“მე ერთხელ უკვე დავაფიქსირე ზოგადი პოზიცია ვეტოსთან მიმართებაში. სამწუხაროა ის, რომ ვეტომ გარკვეულწილად დაჩრდილა იმ უპრეცედენტო რეფორმის მნიშვნელობა, რომელიც გატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ. ჩვენ მიერ გატარებული რეფორმა იყო უპრეცედენტო – უპრეცედენტო ცვლილებები განხორცილდა მართლმსაჯულების სისტემაში. სამწუხაროა, რომ ამ ვეტომ გარკვეულწილად ჩრდილი მიაყენა რეფორმის მნიშვნელობას. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, პარლამენტი მსჯელობს ვეტოს შინაარსზე და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე, სავარაუდოდ, უკვე ამ კვირაში“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები