LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სან-ფრანცისკოდან სიდნეიმდე: საინტერესო იდეები რომანტიკული მოგზაურობისთვის

49

რა თქმა უნდა, მყუდრო ატმოსფეროში ვახშმის მოწყობა და საჩუქრების გაცვლა სასიამოვნო ტრადიციაა, თუმცა ძალიან ბანალური. გთავაზობთ დროებით მაინც მოწყდეთ კარგად ნაცნობ ადგილებს და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად მსოფლიოს ულამაზესი ქალაქები მოინახულოთ.

მათთვის, ვისაც შემოქმედების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია

თუ შთაგონების ძიებაში ხართ, კალიფორნიის შტატის ქალაქ ტუენტინაინ-პალმსში გაემგზავრეთ, იმ შემთხვევაში კი, თუ ერთნაირად გიყვართ ბუნება და ხელოვნება არგენტინული კომუნაში, უნიკალურ კერძო სასტუმროში Solar de Tropica-ში დაისვენეთ, სადაც ოჯახური წყვილი არტ-მასტერკლასით გაგაკვირვებთ და ფრანგული სამზარეულოს ცნობილი კერძებით გაგიმასპინძლდებათ. თამამად შეგიძლიათ დაპატიჟოთ თქვენი რჩეული  რომში, სადაც უგემრიელესი პასტისა და ღვინის დაგემოვნების შემდეგ გამოუტყდებით სიყვარულში, თუ ასეთი ვარიანტი ზედმეტად კალორიულად გეჩვენებათ, ტოკიოს ესტუმრეთ და სუშის მასტერკლასით ისიამოვნეთ, იმ შემთხვევაში კი, თუ გასტრონომიული მიღწევები ნაკლებად გაინტერესებთ, ნიუ-იორკში გაემგზავრეთ და რეტროს სტილში მოწყობილ რომანტიკულ ფოტოსესიაში მიიღეთ მონაწილეობა.

ნამდვილი გურმანებისთვის

თუ ცხოვრების გემოს გაგება გასტრონომიული შთაბეჭდილებების შეძენით გსურთ, მეხიკოში გაემგზავრეთ, სადაც ადგილობრივი დელიკატესებით გაგაოცებენ, პარიზში სხვადასხვა სახეობის ყველისთვის ღვინის შერჩევას გასწავლიან, ლონდონში კი, ინდივიდუალურად თქვენთვის დამზადებული შოკოლადით გაგიმასპინძლდებიან.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები