LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სან-მარინოს რესპუბლიკაში ანსამბლ “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართება

40

სან-მარინოს რესპუბლიკაში ანსამბლ “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ქართული დღეების ეგიდით, დღეს მოეწყობა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ანსამბლი სან-მარინოში კონცერტს მართავს.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოში სან-მარინოს საკონსულოსა და კონსულების ასოციაციის პრეზიდენტის, ელენე ლეჟავას მხარდაჭერით იმართება. ღონისძიების სპონსორები არიან: კომპანია “გორგია”, “ავერსი”; რადიო “ფორტუნა”; “პალიტრა TV”…

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.vivaticket.it მსურველებმა დამატებითი ინფორმაცის მისაღებად შესაძლებელია დარეკონ ნომერზე +3780549885515 ან ეწვიონ ვებგვერდს www.smtvsanmarino.sm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები