LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ დაქორწინებას გადაწყვეტთ, ამაზე უნდა იფიქროთ

48

ქორწინებას ბევრი ადამიანი სულმოუთქმელად ელოდება, თუმცა, ხშირად, სწორედ ქორწინების შემდეგ ჩნდება წვრილმანი თუ დიდი იმედგაცრუებები.

არის რამდენიმე რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, სანამ იტყვით უმნიშვნელოვანეს ფრაზას „თანახმა ვარ“.

  1. სიყვარულზე მეტია საჭირო იმისთვის, რომ ქორწინება გადარჩეს

სიყვარული საკმარისი არ არის, პარტნიორი უნდა მოგწონდეთ და პატივს უნდა სცემდეთ. ის უნდა იყოს თქვენი საუკეთესო მეგობარი.

2.     ის თვისებები, რომელიც დაქორწინებამდეც ძალიან გაღიზიანებდათ, ქორწინების შემდეგ არსად გაქრება.

პირიქით, უფრო მტკივნეულად აღიქვამთ ქმრის უარყოდით თვისებებს და უსიამოვნო ჩვევებს, ამიტომ კარგად დაფიქრდით.

3.     არ არის აუცილებელი, მუდმივად ერთად იყოთ.

ცოლ-ქმარმა ერთმანეთს უნდა დაუტოვოს პირადი სივრცე, არ არის აუცილებელი, აკეთონ, ან მოსწონდეთ ერთი და იგივე რამე, მუდმივად ერთად ყოფნა, განშორებების გარეშე, შესაძლოა, საბოლოოდ, სამუდამოდ დაშორებით დასრულდეს.

4.     თუ ხვდებით, რომ თქვენი მეუღლე რაღაცით კმაყოფილი არ არის თქვენთან ურთიერთობის გამო, აუცილებლად გაარკვიეთ რაშია საქმე და სცადეთ, გამოასწოროთ. ნუ დაირწმუნებთ თავს, რომ „ყველაფერი კარგად არის“.

5.     ურთიერთობას საქორწინო დოკუმენტი დიდად არ ცვლის.

6.     „ცუდი“ ქორწინების შენარჩუნება არ ღირს.

თუ არ ხართ ბედნიერი ოჯახის შექმნის გამო, სცადეთ მდგომარეობის გამოსწორება, რადგან დაშორება არ არის პირველი ნაბიჯი, რაც ასეთ დროს უნდა გააკეთოთ. თუმცა, თუ ეს ქორწინება არ არის ის, რაც გსურდათ, ფიქრობთ, რომ ამას არ იმსახურებდით, ნიშნავს, რომ  უნდა იფიქროთ დაშორებაზეც.

7.     თუ მხოლოდ ერთ-ერთ თქვენგანს შემორჩება სიყვარული, მეორეს კი არა, მხოლოდ ერთი ადამიანის სიყვარული ვერ გადაარჩენს ოჯახს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები