LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სანამ გამთენიისას სპეცრაზმი ქალაქში გავიდოდა, გაისმა მინისტრის სიტყვები – “არავინ დაზიანდეს!”

65

ბათუმში საპროტესტო აქციის დროს „შსს-მ ახალი სტანდარტი დადო და ამ სტანდარტის შესახებ ყველამ გაიგო,” – ამის შესახებ „ფეისბუქზე“ უწყების საზოგადოებასთან ურიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეა პერტაია წერს.

„სანამ გამთენიას სპეცდანიშნულების რაზმი ქალაქში გავიდოდა, პოლიციელებს შს მინისტრი შეხვდა. მეც იქ ვიყავი… ეზოში ცივი სიჩუმე იდგა… ამ სიჩუმეში შორიდან ისმოდა აგრესიული შეძახილები, მსხვრევის ხმა და… გაისმა მინისტრის სიტყვები – მიუხედავად ყველაფრისა, იცოდეთ, იქ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები არიან. ყველაფერი გააკეთეთ ისე, რომ არც ერთი მათგანი არ დაზიანდეს! – ეს ფრაზები იმ დილით მან ბევრჯერ გაიმეორა… დიახ, შსს-მ ახალი სტანდარტი დადო და ამ სტანდარტის შესახებ ყველამ გაიგო. მინისტრის ეს მკაცრი ინსტრუქცია მოგვიანებით სპეც.რაზმმაც ექოსავით აიტაცა…
ესაა თანამედროვე პოლიციის სახე. სხვაგვარად რომ იყოს, აქ არც ვიმუშავებდი… დღეს ეს ღირებულებებია ამ უწყების საყრდენი, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერასაც საჭიროებს, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ეს ყველას პოლიციაა და მე ამის გულწრფელად მჯერა… ”

 

 

იმ ფაქტმა, რომ სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების დასაშლელად გამთენიისას გავიდა, საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. სოციალური ქსელების მომხმარებლები და პოლიტიკოსების ნაწილი აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველების რეაგირება დროული არ იყო და შსს-ს ვანდალიზმი უფრო ადრე უნდა აღეკვეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები