LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სანამ საზოგადოება, განსაკუთრებით კი მშობლები, ტაბუს არ მოხსნიან ამ თემას, ყველანი თანაშემოქმედნი იქნებიან ამ გოგოს ტრაგედიის”

107

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე გურიაში არასრულწლოვანი გოგოს თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

“ყველა მამამ და ყველა დედამ უნდა ვიცოდეთ, რომ დიახ, ჩვენს შვილებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, გარკვეული ასაკიდან უჩნდებათ მოთხოვნილება სექსზე. უნდა ვუთხრათ მათ, რომ ეს ნორმალურია და ჩვენ მათი აბსოლუტურად გვესმის. უნდა ვუთხრათ, რომ სექსი ცუდი (ხიხია) არაა და უნდა ვასწავლოთ, როგორ დაიცვან თავი იმ მავნე შედეგებისგან, რაც შესაძლოა სექსუალურ ცხოვრებას უკავშირდებოდეს.

და სანამ საზოგადოება, განსაკუთრებით კი მშობლები, ტაბუს არ მოხსნიან ამ თემას, ყველანი თანაშემოქმედნი იქნებიან ამ გოგოს ტრაგედიის. ის ნაბიჭვარი კი იმედია საკადრის სასჯელს მიიღებს”, – წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები