სანამ ყველა დაიწყებდეს: ტოპ ჩემპიონატების 12 საინტერესო ფაქტი

55

ინგლისის პრემიერლიგა და საფრანგეთის ლიგა 1 უკვე დაიწყო, შაბათ-კვირას იტალია და ესპანეთიც აიღებენ სტარტს და შორს არც გერმანიაა.

ვნახოთ ევროპის ტოპ ჩემპიონატების საინტერესო ფაქტები, ბუნებრივია გასული სეზონის მიხედვით.

კილიან მბაპემ (პსჟ) გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 9 საგოლე გადაცემა გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში. ამისთვის მას 2174 წუთი დასჭირდა;

მხოლოდ პაოლო დიბალამ (იუვენტუსი) გაიტანა საჯარიმოს გარედან უფრო მეტი ბურთი (7), ვიდრე მილინკოვიჩ-სავიჩმა (ლაციო) (5) სერია ა-ს წინა პირველობაზე;

იერი მინამ (კოლუმბია) ყველაზე მეტი გოლი (3) გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე, ვიდრე რომელიმე სხვა მცველმა;

დივოკ ორიჯი (ვოლფსბურგში განათხოვრებული ლივერპულის ფეხბურთელი) 46 ფეხბურთელის რიცხვშია, რომლებმაც 5 გოლზე მეტი გაიტანეს, მაგრამ მარტო ლარს შტინდლს (ბორუსია გლადბახი) აქვს მომენტების უარესი რეალიზაცია (8.5%), ვიდრე ორიჯის (9.7%) ბუნდესლიგის გასულ სეზონში;

არავინაა 23 წლამდე ფეხბურთელი, რომელსაც უფრო მეტი საკვანძო პასი გაუკეთებია, ვიდრე ლეონ ბეილის (ლევერკუზენი) (59) გერმანიის გასულ ჩემპიონატში;

107 ფეხბურთელიდან, რომლებმაც 10 და მეტი გოლი გაიტანეს, რეალიზიციის უარესი მაჩვენებელი ივან პერიშიჩს (ინტერი) აქვს (9.5%) ევროპის ტოპ-5 ლიგებში;

23 წლამდე ფეხბურთელებს შორის, მარტო დანიელე რუგანიმ (იუვენტუსი) გააკეთა უფრო მეტი გადაცემა ყოველ 90 წუთში (70,1), ვიდრე სერია ა-ს რომელიმე სხვა მოთამაშემ (იგულისხმება ის ფეხბურთელები, რომლებმაც 1000+ წუთი ითამაშეს);

კრისტიან პულიშიჩმა (დორტმუნდი) სცადა ყველაზე მეტი წარუმატებელი დრიბლინგი (105), ვიდრე ვინმე სხვამ გასულ ბუნდესლიგაში;

ამასთან ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი გერმანიის წინა ჩემპიონატში აქვს… კრისტიან პულიშიჩს (77);

ალფონს არეოლამ (პსჟ) ყველაზე მეტი მშრალი მატჩი (17) ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში;

გონსალო იგუაინმა (იუვენტუსი) გაიტანა ყველაზე მეტი გოლი (76), ვიდრე სერია ა-ს სხვა ფეხბურთელმა 2015/16 წლების სეზონიდან მოყოლებული;

52 ფეხბურთელიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ 100+ საჰაერო დუელში, ფედერიკო ფასიოს (რომა) აქვს მოგებული საჰაერო ორთაბრძოლების საუკეთესო პროცენტი (77,4%) სერია ა-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები