LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ზაზა მკურნალობს, მისი შვილი ბოლო წამზე ცენტრიდან აგდებს (ვიდეო)

35

სანამ ზაზა ფაჩულია ტრავმირებულ მხარს იშუშებს, ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში გოლდენ სტეიტელთა ცენტრის შვილი, საბა ფაჩულია მოექცა.

ცნობილმა პორტალმა bleacherrepot.com-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც საბა ფაჩულიას ვიდეო დაურთო. 7 წლის საბა სკოლაში კალათბურთს ხშირად თამაშობს და თავის გუნდში გამორჩეულიცაა. მან მატჩის ბოლო წამზე მოედნის საკუთარი ნახევრიდან ბურთი ჩააგდო და სწორედ ეს ვიდეო გამოქვეყნდა აღნიშნულ მედიასაშუალებაში.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ბავშვები ხშირად ბაძავენ საკუთარ კერპებს. ზაზა ფაჩულიას შვილი, საბა ფაჩულია არ ცდილობს გაჰყვეს მამამისის ძალისმიერ სტილს. საბამ მატჩის საფინალო სირენის თანხლებით მოედნის ცენტრიდან ბურთი ჩააგდო, რითაც მან უფრო მეტად სტეფ კარის თვისებები გამოავლინა“.

ეს ვიდეო ინტერნეტში „გოლდენ სტეიტისა“ და „საკრამენტოს“ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა. აღნიშნულ მატჩში ზაზა ფაჩულიას ტრავმის გამო არ უთამაშია, „გოლდენ სტეიტმა“ კი წააგო. „საკრამენტოს“ ცენტრმა, დემარკუს ქაზინსმა, რომელსაც ამას წინათ ზაზამ პირადი დუელი მოუგო და „უორიორზს“ გაამარჯვებინა, წუხანდელ მატჩში 32 ქულა მიითვალა, რაც გახდა კიდეც საკრამენტოელთა რევანშის მიზეზი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები