LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა ბალოკი და ბრაიან რენლადი ბედნიერებით ტკბებიან

48

სანდრა ბალოკი ყოველთვის ერიდებოდა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას, ამჯერად კი ვარსკვლავმა გადაწყვიტა პაპარაცებს აღარ დაემალოს და ბოიფრენდის, ბრაიან რენდალის მიმართ გრძნობები საჯაროდ გამოხატოს. ამ დღეებში სანდრა და მისი რჩეული ბევერლი-ჰილსზე, რესტორნიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. პაპარაცებმა მათი გადაღება მაშინ მოახერხეს, როდესაც ისინი ავტომობილს ელოდებოდნენ.

წყვილის რომანი უკვე ორი წელია გრძელდება. ბალოკის ახლობლების თქმით, მსახიობი ბედნიერია ამ ურთიერთობით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რენდალს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ბალოკის აყვანილ შვილებთან – 5 წლის ლაილასთან და 7 წლის ლუისთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები