LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა ბალოკი გადასაღებ მოედანზე პატარა მსახიობებს პლედით ათბობს (ფოტო)

452

ოკსაროსანი მსახიობი სანდრა ბალოკი Netflix-ის ახალი პროექტითაა დაკავებული. ფილმში სახელწოდებით  Bird Box ის მარტოხელა დედას განასახიერებს, რომელმაც შვილები საშიში არსებებისგან უნდა დაიცვას. ფოტოგრაფებმა პოპულარული მსახიობი სწორედ მაშინ დააფიქსირეს, როცა ის ვაშინგტონის ნაციონალურ პარკში ფილმიდან მორიგ სცენას იღებდა. ფოტოებზე ჩანს, რომ ბალოკი ნავში 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ზის და თვალები ახვეული აქვს. ჩანს, რომ ახალი კინოსურათი საშინელებათა ჟანრის ფილმების მოყვარულებს დააინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მებრძოლი დედის როლმა მოუტანა სანდრას ოსკარი 2009 წელს ფილმიდან The Blind Side. როგორც ჩანს, სანდრა ბალოკი გადაღებების დროს ბავშვებზე აქტიურად ზრუნავს, რადგან ფოტოებიდან ჩანს, რომ შესვენებებზე ის პატარა მსახიობებს პლედით ათმობს.

კინოფილმი Bird Box, რომლის რეჟისორიც სუზან ბირია, ეკრანებზე 2018 წელს გამოვა და მასში სანდრა ბალოკის გარდა, ჯონ მალკოვიჩსა და სარა პოლსონსაც ვიხილავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები