LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა პაიჭაძის ფოტოსესია პიკანტურ ბოდეში – „ეროტიკულ ფილმში მონაწილეობა შემომთავაზეს…“

347

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში სანტას ქუდითა და ბოდეთი გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებმაც სოციალურ ქსელში ბევრმა მოიწონა, თუმცა ბოდეს ზედმეტად გულახდილი ქვედა ნაწილის გამო, შესაძლოა, კრიტიკაც დაიმსახუროს. ყოველ შემთხვევაში, მოდელი ასე მიიჩნევს, თუმცა მსგავსი შეფასებები დიდად არ ადარდებს.

სანდრა პაიჭაძე:

14 წლიდან მოდელი ვარ. სოფო ჭყონიას სააგენტოში დავიწყე მოდელობა, თუმცა კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, აღარ გამიგრძელებია. წლებია, დამოუკიდებლად ვმუშაობ, ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი ისაა, რომ შემოთავაზებებს თავად არჩევ, უარყოფითი კი ის, რომ კასტინგების შესახებ ვერ ვიგებ ხოლმე ხშირად. თუმცა ახლა, ყველა ჩემი ნაცნობი და მეგობარია, უამრავი შემოთავაზება მაქვს, რაც ძალიან მახარებს.

რაც შეეხება ამ ფოტოსესიას, გადამიღეს სამკაულების მაღაზია „ეშვის“ სარეკლამოდ, კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის, „შავი პარასკევისთვის“. ფოტოგრაფი გახლავთ ანასტასია პაიჭაძე. კომპანიამ გადაწყვიტა, წინასაახალწლო განწყობა შეექმნა. სანტას ფორმაში ფოტოები პირველად გადავიღე. ადრე, „ჯი-დი-ეს“-ზე მუსიკალური ათეული რომ მიმყავდა, იქ მეხურა ხოლმე წინასაახალწლოდ სანტას ქუდი, მაგრამ ასეთი ფოტოსესია არასდროს გადამიღია…

ამ ბოდეს საკმაოდ ამოჭრილი ქვედა ნაწილი აქვს… რას ფიქრობ, ფოტოს გამო თუ მიიღებ უარყოფით კომენტარებს?

რა თქმა უნდა, გამოიწვევს ინტერესსა და კრიტიკას, მაგრამ ეს არ მანაღვლებს, რადგან მიჩვეული ვარ. ჭიანჭველისგან სპილოს ქმნიან. ყველაფერს ძალიან კრიტიკულად უდგებიან, ცდილობენ, ადამიანებში უფრო მეტი უარყოფითი დაინახონ, ვიდრე დადებითი. ალბათ , იმის ბრალიც არის, რომ ნაკლებად იქმნება ხარისხიანი პროდუქცია, მაგრამ 21-ე საუკუნეა, ინტერნეტის ეპოქა, საცურაო კოსტიუმსა თუ ბოდეში გადაღებული თამამი ფოტოსესია რატომ უნდა გახდეს სალაპარაკო? თუკი მოდელს სურს, თავისი სხეული  საუკეთესოდ წარმოაჩინოს, ამაშ ცუდი რა არის? თუკი რაიმეს დაწერენ, ამაზე ნაკლებად ვიდარდებ.

სხვათა შორის, რამდენიმე შემოთავაზება მქონდა ეროტიკულ ფილმებში გადაღებაზე, არ ვიცი, როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ინსპირაციის წყარო გავხდი, მაგრამ რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, რადგან არ ვარ დარწმუნებული ხარისხში, რას გადაიღებენ და მეორეც, ჩემს ინტერესში არ არის ეროტიკულ ფილმში მონაწილეობის მიღება. თუმცა კინო, სერიალები მაინტერესებს, „მზარეულებში“ გადამიღეს, ასევე სარეკლამო რგოლებში…

მოდელი ვარ, ბევრი კარგი ფოტოსესია მაქვს და ამაზე არანაკლებ თამამ ფოტოსესიებში ვაპირებ გადაღებას, სულ გაშიშვლებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ვგეგმავ მონაწილეობას საცვლების რეკლამაში.

ნინო მურღულია

95ed2482-2654-411d-8649-0ee25793032e

22812fac-2de4-4fc7-98ab-d5e936ba1d25

4c6edf10-dd63-4ebe-bcde-1257d0bdb0c3

061b6957-7810-4ff7-a9c8-c289baef4b62

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები