LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა რულოვსი : იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც ეშინიათ

48

სანდრა რულოვსის თქმით, „მიხეილ სააკაშვილში იმხელა ძალაა,რომ ზოგიერთებს მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ“.

ყოფილმა პირველმა ლედიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე განაცხადა, რომ პარტიის ლიდერს მხარდამჭერები აძლიერებენ.

„ იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაზე. მისი თითოეული აშენებული შენობის, ხიდის, ყველაფერის ეშინიათ. რაც არ უნდა სცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, პირიქით შედეგს მიიღებენ. თქვენ იცით, რომ მიშა ყველაზე მობილიზებულია, როცა წინააღმდეგობა შეხვდება. რაც არ უნდა გაუკეთონ მიშას, გინდა მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც ქართველი რჩება, იმიტომ რომ მისი გული საქართველოსთვის სცემს. რაც არ უნდა ქონება წაართვან ან სახლი, მე დარწმუნებული ვარ რომ ყველგან, თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის იქნება პატარა მყუდრო ადგილი, ყველი და პური და სითბო. რაც არ უნდა წაართვან, გინდა თანამდებობა, გინდა თავმჯდომარეობა, ამასაც ამდენი მნიშვნელობა არა აქვს – სადაც მიშა არის, იქ ქმნის ამინდს, არის წამყვანი ძალა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.