LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო სანაია “რუსთავი 2”-ის დილის ეთერის წამყვანი გახდა

1276

გიორგი სანაიას შვილი მამის პროფესიას “რუსთავი 2” – ზე აგრძელებს. სანდრო სანაია გადაცემა “დილა მშვიდობისა საქართველოს” თანაწამყვანია. ის ტელევიზიის დილის ეთერში , როგორც წამყვანი, მაყურებელს დღეს პირველად მიესალმა.

სოციალურ ქსელში არაერთი გულშემატკივარი სანდროს წარმატებულ დებიუტს ულოცავს.

“დილის 8 იდან რამდენმა ადამიანმა ვინერვიულეთ:) მაგრამ სულ ტყუილად:)) ძალიან მაგარი ტელევიზიონშიკი იბადება ჩვენ თვალწინ ამასობაში”- წერს ტელევიზიის პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში. 

 

https://www.facebook.com/nanuka.zhorzholiani/posts/10156284421669350

 

განსხვავებული “დილა მშვიდობისა საქართველო” ახალი სახეებით “რუსთავი 2” -ის პირდაპირ ეთერს უქმეებზე დაიკავებს.  შაბათ-კვირას “დილა მშვიდობისათვის” ერთმანეთისგან განსხვავებული, ახალი წამყვანები შეარჩიეს. მუსიკოსი ქეთი ორჯონიკიძე, ახალ ამპლუაში დღეს პირველად იხილა მაყურებელმა.
საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას ახალ წამყვანებს ნიკა ლომიძეც გაუზიარებს. 15 წლის შემდეგ ის დილის ეთერს დაუბრუნდა. გადაცემის მეოთხე წამყვანი კი მსახიობი სალომე ნინუაა.

გადაცემამ დილის ეთერი განსხვავებული ფორმატით დაიკავა. შაბათის დილა მაყურებელს კულტურის სიახლეებს და დაგეგმილ ღონისძიებებს გააცნობს. როგორც ჩანს, ანონსური ჩართვებისა და სიუჟეტების გარდა მაყურებელს საინტერესო რუბრიკებიც ელის – გემრიელი კერძების მომზადება, გამაჯანსაღებელი ვარჯიში, გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა, ფსიქოლოგის რჩევების მიღება და საინტერესო ადამიანების გაცნობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები