LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქტ-პეტერბურგში პაატა ბურჭულაძის საოპერო მოღვაწეობის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება

79

სანქტ-პეტერბურგში, მიხაილოვსკის თეატრში დღეს პაატა ბურჭულაძის საოპერო მოღვაწეობის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კონცერტში ოპერის მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას: მარია გულეგინა, ლანა კოსი, მარკო ბრეტი, ფერუჩო ფურლანეტო, ოთარ ჯორჯიკია.

სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შესრულდება მსოფლიო რეპერტუარის ნაწარმოებები. პაატა ბურჭულაძე საღამოზე შეასრულებს არიებს ვერდის ოპერებიდან „ნაბუკო“ და „ატილა“.

შეგახსენებთ, 2017 წლის პირველი ივლისიდან პაატა ბურჭულაძე მიხაილოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები