LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცარი ფაქტები ვატიკანზე, რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

849

ვატიკანი – უნიკალური ჯუჯა სახელმწიფოა რომის ტერიტორიაზე, რომელიც „მინიატურული გაბარიტების“  მიუხედავად, მაინც ყოველთვის ახერხებს მოგზაურების გაოცებას. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელთა შესახებ შესაძლოა არაფერი იცოდით.

ვატიკანში უფრო მეტ ღვინოს სვამენ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რადგან ღვინის მოხმარება აქ ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 54 ლიტრს შეადგენს.

ვატიკანს მსოფლიოში ყველაზე პატარა რკინიგზა აქვს, რომელიც ერთ სადგურს, ორ 300-მეტრიან და ორ სატვირთო გზას აერთიანებს.

ვატიკანში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი ტურისტი მოდის, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რადგან ვატიკანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია, რომლის მუზეუმებს წელიწადში სულ მცირე 5,5 მლნ. მნახველი სტუმრობს.

ჯუჯა სახელმწიფოს საკუთარი ევრო აქვს. მართალია, წმინდა ეპარქიამ ევრო ოფიციალურ ვალუტად მიიღო, მაგრამ საკუთარ მონეტასაც უშვებს, რომლის გამოყენება თავისუფლად შეიძლება მთელ ევროზონაში.

პაპს საკუთარი ჯარი ჰყავს, რომელსაც ოფიციალურად პაპის შვეიცარული გვარდია ჰქვია, 135 შვეიცარელი ჯარისკაცისგან შედგება და რომის პაპის უსაფრხოებაზე აგებს პასუხს.

ვატიკანი საკუთარი ტელესკოპის მფლობელია, რომელიც არიზონას შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთში, გრემის მთაზეა მოთავსებული და ერთ-ერთი უძველესი ასტრონომიული კვლევითი ცენტრის – ვატიკანის ობსერვატორიის მიერ იმართება.

ვატიკანის საფოსტო განყოფილება ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. როგორც ამბობენ, რომაელები, რომლებიც ნაკლებად ენდობიან იტალიის ნაციონალურ საფოსტო სამსახურს, სწორედ ვატიკანიდან აგზავნიან ყველაზე მნიშვნელოვან წერილებსა და დოკუმენტებს.

ვატიკანში მოგზაურობა ოფიციალურად არასდროს დაფიქსირდება თქვენს პასპორტში, რადგან, მართალია, ვატიკანი სუვერენული სახელმწიფოა, მაგრამ მისი საზღვარი მხოლოდ პირობითია.

მართალია, ქვეყანას საკუთარი მოქალაქეები ჰყავს, მაგრამ ვატიკანში არავინ იბადება, რადგან აქ არის საავადმყოფო, მოქალაქეობა კი მათ ენიჭებათ, ვინც ვატიკანში ცხოვრობს ან მუშაობს.

ვატიკანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც იუნესკოს ნუსხაში მოხვდა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსს ატარებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები