LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცარია დაინახო თუ რას მიაღწიე: რონალდომ 2017 შეაჯამა

38

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ 2017 წელი შეაჯამა და მის გარშემო მყოფებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა გასულ წელს ხუთი ტიტული მოიპოვა, აგრეთვე, “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა.

“2017 წელი ბევრი პარამეტრის მიხედვით დაუჯერებელი იყო. ეს გასაოცარი გრძნობაა – გაიხედო უკან და დაინახო ის, თუ რას მიაღწიე იმ მომენტიდან, როცა მადეირას ქუჩებში ბურთს აგორებდი.

მე ნიჭით ვიყავი დაჯილდოებული, მაგრამ მონდომებითაც ვმუშაობდი, რათა ჩემი შესაძლებლობებისგან მაქსიმუმი მიმეღო. თუმცა, ვერ მივაღწევდი ამდენს ბევრ ადამიანთან თანამშრომლობის გარეშე, რომლებიც პროფესიულად მეხმარებოდნენ.

მინდა, ეს მომენტი ჩემს ოჯახს მივუძღვნა, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო – როგორც კარგ, ასევე ცუდ მომენტებში. აგრეთვე, ჩემს მეგობრებს, მწვრთნელებსა და პარტნიორებს კლუბებსა თუ ნაკრებში. ასევე, არ დავივიწყებ მათ, ვისაც ჩემი სჯეროდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა უბრალო მეოცნებე ბავშვი ვიყავი.

განსაკუთრებული მადლობა ფანებს მხარდაჭერისთვისა და აღმაფრენისთვის. ისინი მაიძულებდნენ, მონდომებით მუშაობა გამეგრძელებინა და სრულად დავხარჯულიყავი ყოველი გამოწვევისას“, – თქვა კრიშტიანომ გაზეთ AS-თან კომენტარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები