LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცნებო ვაკანსია მოგზაურობის მოყვარულებისთვის

158

ტურისტული კომპანია ეძებს თანამშრომელს, რომელიც ევროპის გარშემო იმოგზაურებს და „ინსტაგრამი”-სთვის ფოტოებს გადაიღებს. თუკი სამსახურის მიტოვებაზე და ხუთ თვიან მოგზაურობაზე უარს არ იტყოდით და თან ამაში ხელფასსაც აიღებდით, მაშინ კომპანია “Busabout”-ის მიერ გამოცხადებული ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა.

შერჩეული კანდიდატი სამოგზაუროდ აპრილში წავა და სექტემბრამდე – პარიზს, შვეიცარიის ალპებს, იბიცას და რამდენიმე სხვა დანიშნულებას მოივლის. თავის ყველა ნაბიჯს კი ლამაზ კადრებად აქცევს. ტურისტული კომპანია მოგზაურობის, ცხოვრებისა თუ  ჯიბის ფულს მთლიანად აანაზღაურებს და პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ დამატებით ჰონორარსაც გადაიხდის.

რაც შეეხება კანდიდატის მახასიათებლებს, ის 18 წელს გადაცილებული, სოციალურად აქტიური პიროვნება უნდა იყოს და ბუნებრივია, „ინსტაგრამსაც” ხშირად უნდა მოიხმარდეს.

https://www.instagram.com/p/BQfRm49Bmpc/

https://www.instagram.com/p/BPuPpRTBFd1/

https://www.instagram.com/p/BPHrU_whHiz/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები