LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ხაზთან შეკრებილი ახალგაზრდები “ქართველთა მარშის” მონაწილეებს მიმართავენ

99

სოფელ ბერშუეთთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან, ახალგაზრული ორგანიზაციებისა და სტუდენტების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზზე ახალი ბანერების დამონტაჟებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია გააქტიურდეს როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება.
აქციის მონაწილეები ასევე ეხმაურებიან თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ “ქართველთა მარშს” და ამბობენ, რომ ჯობს საქართველოს მოქალაქეებმა, რეალური პრობლემები და საფრთხეები გააპროტესტონ და იქ დადგნენ, სადაც ნამდვილი მტერია.

“უმჯობესია გააპროტესტონ ის რეალური პრობლემები და საფრთხეები, რაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ეხება და გამოგონილი პრობლემების ნაცვლად, რეალურ მტერს აჩვენონ თავიანთი ერთსულოვნება”, – აღნიშნავენ ისინი.

სოფელ ბერშუეთთან, საოკურაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს დილითაც გაიმართა აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მათ შორის, სამხედრო პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები