LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ფლავიდან გატაცებული ახალგაზრდა გაათავისუფლა

60

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ფლავიდან გატაცებული ახალგაზრდა გაათავისუფლა.  23 წლის გიორგი კეფაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი უკვე დატოვა. გათავისუფლებული ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია რის სანაცვლოდ მოხდა მისი გამოშვება.

23 წლის გიორგი კეფაშვილი სოფელ ფლავში, საკუთარი ეზოდან გუშინ გაიტაცეს. იგი საკუთარი სახლის ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები