LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარკინგო სადგომების მოსაწყობად მერია კომპანიას მიწებს 1 ლარად გადასცემს

57

თბილისის მერია მზადაა, საპარკინგო სადგომების შესაქმნელად ბიზნესკომპანიას მიწები 1 ლარად გადასცეს, – ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ანდრია ბასილაიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ავტოსაპარკინგო ტერიტორიები 183 ადგილას უნდა მოეწყოს, ამისთვის კი რამდენიმე ტერიტორია შეირჩა. კერძოდ, შესაბამის ტერიტორიებს შორისაა: ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია; მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორია; ვაკე – გეგეშიძის პარკი და სადგურის მოედანი.

ტენდერის დასრულების ვადა 15 ივლისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები