LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო კომისიამ და მიმდინარე გამოძიებამ უნდა გასცენ პასუხი, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მესამე დაჭრილი პირით -ნინო ლომჯარია

51

მე ვფიქრობ, რომ დღეს საპარლამენტო კომისიამ და ასევე მიმდინარე გამოძიებამ უნდა გასცენ პასუხი იმას, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მესამე დაჭრილი პირით, ვინ დაჭრა ის და რატომ არ დადგან ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, გამოძიების მასალებიდან გამომდინარე, რაც არსებობს უკვე და რაც არსებობდა გამოძიებაში, იკვეთებოდა ის, რომ ადგილზე, სავარაუდოდ იყო მესამე დაჭრილი არასრულწლოვანი.

„ეს იკვეთებოდა მოწმეთა ჩვენებებიდან, თუმცა სამწუხაროდ, ამ მიმართულებით გამოძიება უფრო შორს არ წასულა. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაგვიანებით ჩატარდა, თუმცა მაინც ადასტურებს, რომ არსებობდა სხეულზე დაზიანებები, რომელიც, შესაძლოა, მიყნებული ყოფილიყო სწორედ მჭრელი და ბასრი ზედაპირით. ამ მიმართულებით უფრო შორს არ წასულა გამოძიება და მე ვფიქრობ, რომ დღეს საპარლამენტო კომისიამ და ასევე მიმდინარე გამოძიებამ უნდა გასცენ პასუხი იმას, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მესამე დაჭრილი პირით, ვინ დაჭრა ის და რატომ არ დადგან ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხი,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პოპულალურები