LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმცირესობა პრემიერს შეხვედრას სთხოვს

82

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებენ, საქართველოს პარლამენტში მივიდეს და უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში, პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის მიერ პრემიერმინისტრისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

ფრაქციების განცხადებით, მათი კითხვები საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობასა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს უკავშირდება.

უმცირესობის წევრები, ასევე, მოუწოდებენ პრემიერმინისტრს, მთავრობის წევრებს პარლამენტში დროულად მისვლა დაავალოს. უმცირესობა ამჯერად ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრების პარლამენტში მისვლას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები