LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმრავლესობა ხანძრის ხელოვნურად გაჩენას გამორიცხავს

65

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ხელოვნურად გაჩენას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

გედევან ფოფხაძის განცხადებით,თუკი ხანძარი ვინმემ მიზანმიმართულად გააჩინა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.

ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ასეთ დროს,  მოქალაქეებს სახელმწიფოს დახმარების იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ.

დეპუტატი ზაზა ხუციშვილი კი ამბობს, რომ ბოლო თვეების მანძილზე დედაქალაქში რამდენიმე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა იმედოვნებს, რომ სახელმწიფო შეძლებს, დაზარალებულებს დაეხმაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები