LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვონ

56

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ისინი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ, აღნიშნა,  ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პარტიის თავმჯდომარის, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის, განცხადებებთან.

მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ გუშინ და გუშინწინ მოსულმა ადამიანებმა არ გაიზიარონ პრემიერმინისტრის სულისკვეთება და რაღაც პირადი, კერძო სარგებელი მიიღეს „ქართულ ოცნებაში“ ყოფნით. დღეს, ვინც მათ ეს მიანიჭა, იმის გამო  უპირისპირდებიან პრემიერს. პარლამენტის თავმჯდომარე, მემგონი, არ არის ჩვენი უფროსი. ის არის ჩვენ მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდით, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მიუღებელი გახდა მისი ბოლოდროინდელი  განცხადებები, თუნდაც ჩვენს კოლეგაზე, რომ  ასეთი შეურაცხყოფილი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს. გედი ფოფხაძეს საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვისქართულ ოცნებაში“,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პოპულალურები