LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმრავლესობაში იმსჯელებენ, დარჩება თუ არა უმრავლესობის რიგებში დეპუტატი დავით ჭიჭინაძე

37

საპარლამენტო უმრავლესობაში იმსჯელებენ, დარჩება თუ არა უმრავლესობის რიგებში დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარტიის სახელით გადაწყვეტილება მიღებულია, უმრავლესობის სახელით გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს.

„დავით ჭიჭინაძე პარლამენტის წევრად რჩება და მომავალში თავს სად მოიზარებს, დამოუკიდებელ კანდიდატად თუ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ეს მისი გადასაწყვეტია. უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ლეგიტიმურად სამდივნოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა და მას შეუძლია, სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე გაასაჩივროს. მათ შორის ჰკითხოს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ იცოდა თუ არა და რა პოზიცია აქვს. მარტივად გაეცემა პასუხი, თუ გაასაჩივრებს. ეს არ არის პატარა გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როცა პარტია პარლამენტის წევრის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს და ეს მარტივად არ ხდება,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები