LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს

77

უმრავლესობა პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს დასაძლევად ემზადება, თუმცა, მმართველ გუნდში მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

“მე მქონდა პოზიცია, რომ გაგვეკეთებინა ერთი წლით. მე ყოველთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარეზე ვარ, იმიტომ, რომ ეს საზოგადოების ტელევიზია უნდა იყოს. თუ მათ მართლაც ასე ჰგონიათ, რაც მე არ მგონია, თუ ეს მართლა სხვა ტალღაზე გადაიყვანდა, ერთი წლით ჩვენ ეს შეღავათი გაგვეკეთებინა, ეს არ მიიღეს, ამიტომ ჩემს პოზიციაზე ვრჩები,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ნუკრი ქანთარიამ.

თუმცა „ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ და საზოგადოებრივ მაუწყებელს ფასიანი რეკლამის განთავსების უფლებას დაუკანონებენ.

ოპოზიციის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული მაუწყებლობის შესახებ კანონი თავისუფალი მედიის წინააღმდეგ არის მიმართული.

პოპულალურები