LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდი Berne Union-ის ასოცირებული წევრი გახდა

67

სს „საპარტნიორო ფონდი“  ბერნის კავშირის (Berne Union) ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის, პრაღის კლუბის ასოცირებული წევრი გახდა.

როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, პრაღის კლუბში გაწევრიანება უკავშირდება  ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნის პროექტს. ამასთან, პრაღის კლუბში წევრობა საშუალებას მისცემს საპარტნიორო ფონდს დაამყაროს ახალი კავშირები კლუბის წევრი ქვეყნების ექსპორტ-იმპორტ ბანკებთან და ექსპორტის საკრედიტო და სადაზღვევო ორგანიზაციებთან, ითანამშრომლოს მათთან საქართველოში ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ჩამოყალიბების და განვითარების მიმართულებით.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი საინფორმაციო ბაზის გამოყენებას, სხვადასხვა საკრედიტო-სადაზღვევო პროდუქტის განვითარებას, რეგიონალური ვაჭრობის მხარდაჭერის მექანიზმების შემოღებას და სხვა მრავალ მიმართულებას.

ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს პროექტი საპარტნიორო ფონდმა დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინა.  პროექტის მიხედვით სააგენტო ექსპორტიორებს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს:   მიმდინარე ხარჯების დაფინანსება; ფაქტორინგი და საკრედიტო დაზღვევა.

ცნობისთვის, ბერნის კავშირი(Berne Union) დაარსდა 1934 წელს საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის კერძო და სახელმწიფო საექსპორტო საკრედიტო სადაზღვევო კომპანიების მიერ. თავის მხრივ პრაღის კლუბი ბერნის კავშირმა  დააფუძნა 1993 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ხელშეწყობით, ახალი და ახლადგანვითარებული  ექსპორტის, კრედიტისდა ინვესტიციის დამზღვევი კომპანიებისათვის.  პრაღის კლუბის წევრები თავიდან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უწყებები იყვნენ, მაგრამ შემდეგ მათ შემოემატა წევრები აფრიკიდან და აზიიდან.პრაღის კლუბი წარმოადგენს ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის ეფექტურ ფორმატსკლუბი ეხმარება წევრებს თავიანთი ექსპორტის, კრედიტის, და ინვესტიციის დაზღვევის სქემებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

ამჟამად პრაღის კლუბი აერთიანებს 38 წევრს სხვადასხვა ქვეყნიდან. რომლებმაც 2014 წელს 21.9 დოლარის ექსპორტი დააზღვიეს. კლუბის საქმიანობაში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი  ექსპორტის მხარდამჭერი ორგანიზაციები, როგორებიცაა : აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ექსიმბანკები, აფრიკის რეგიონალური ექსპორტის დაზღვევის ორგანიზაცია, ტაილანდის ექსიმბანკი და სხვა.

 

პოპულალურები