LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდი მწვანე პროექტებს დააფინანსებს

41

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე გერმანიის განვითარების ბანკის KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს კლაუს ვეიგელს შეხვდა.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მწვანე კლიმატისსფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ფონდის მენეჯმენტმა გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს ამ მიმართულების პროექტები გააცნეს. KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ წარმოდგენილ პროექტებს კომპანია უფრო დეტალურად განიხილავს.

ამჟამად, „საპარტნიორო ფონდი“ მწვანე კლიმატის ფონდის აკრედიტაციას გადის, რის შემდეგაც ფონდს შესაძლებლობა ექნება, უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულების პროექტების დაფინანსებაში. გერმანიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა ამ პროცესის ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა კლაუს ვეიგელმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და უფრო დეტალური მუშაობის გაგრძელება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაგეგმეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები