LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტის 50%-ზე მეტი ენერგეტიკაზე მოდის

45

საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობით განხორციელებული პროექტების საერთო ბიუჯეტის 50%-ზე მეტი ენერგეტიკის დარგზე მოდის. ამის შესახებ საერთაშორისო კონგრესზე „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია” გახდა ცნობილი, სადაც ფონდმა ენერგეტიკული პროექტები წარადგინა.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ფონდი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განვითარებაში, მისი თანამონაწილეობით განხორციელდა გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტი, ხორციელდება ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ასევე რამდენიმე მცირე და საშუალო ჰესის განვითარება.

მათივე ცნობით, კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ჰიდრო, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ პროექტებში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის როლზე.

ამავე კონგრესზე თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და საქართველოს, როგორც სახელმწიფო ასევე, კერძო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს.
ცნობისთვის, კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია” წარმოადგენს მაღალ პროფესიულ პლატფორმას კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე დიალოგისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები