LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდს „ბორჯომი ლიკანის“ წილი გადაეცა

39

ყაზახეთში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ეკონომიკურ ფორუმში „Global challenges summit 2018“ მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი „ყაზმუნაი გაზის“ მენეჯმენტს შეხვდა. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც „საპარტნიორო ფონდისთვის“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ წილის გადაცემას გულისხმობს.

დოკუმენტს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და „ყაზმუნაი გაზ სერვისის“ გენერალურმა დირექტორმა კაირატ მაირამოვიჩ ასკაროვმა მოაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები