LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საპარტნიორო ფონდს“ უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტი ეწვია

38

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში, უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტი ანატოლი კინახი მიიღო. უკრაინის დელეგაციას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მასპინძლობს.

„საპრატნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბიზნესგარემოს შესახებ, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრეს. დავით საგანელიძემ უკრაინის დელეგაციის წევრებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნო. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. გაცნობითი ხასიათის შეხევედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ესწრებოდა.

უკრაინის ექს-პრემიერისა და უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტის ანატოლი კინახის საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნესგარემოს გაცნობა, ასევე, კონკრეტული ბიზნესპროექტების დაწყების პერსპექტივების განხილვაა.

ანატოლი კინახის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიზნით, უნდა გააქტიურდეს წვდომა სხვადასხვა რესურსზე, მათ შორის, როგორც საფინანსო, ასევე საინვესტიციო მიმართულებით. ანატოლი კინახმა მზადყოფნა გამოთქვა ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს შორის კონტაქტების გაღრმავებისთვის და „საპარტნიორო ფონდის“ მონაწილეობით, ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.

უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტმა ანატოლი კინახმა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე თბილისში ნოემბრის თვეში დაგეგმილ საქართველო-უკრაინის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე მიიწვია.

ანატოლი კინახი საქარველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან და ბიზნესომბუდსმენთან მართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები