LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპასპორტე, რომელიც ოკუპაციას აპროტესტებს – ხშირად მცირე დეტალები სიტყვებზე მეტს ამბობენ

378

ბრენდმა Giovanni Morra -მ რომელიც სხვადასხვა სახის აქსესუარებს უშვებს, ახალი და განსხვავებული პასპორტის ბუდეები შექმნა.

საპასპორტეები, რომლებიც საქართველოს ნაწილის ოკუპაციას აპროტესტებს, გაყიდვაში დღეს ჩაეშვა. იდეის ავტორი და შემსრულებელი გიორგი პოპიაშვილია.

როგორც “ფორტუნასთან” Giovanni Morra-ს წარმომადგენელმა განაცხადა, მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ პლატფორმა ადამიანებისთვის, საკუთარი ხმის და პროტესტის გასავრცელებლად.

“ვინაიდან ჩვენი ბრენდ პერსონაჟი არის ადამიანი, რომლის მთავარი ღირებულება გამოხატვის თავისუფლებაა, ვგულისხმობ Giovanni Morra-ს, გვქონდა იდეა, რომ ოკუპაციის თემაზეც რაღაც გაგვეკეთებინა. 

ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, პლატფორმა შეგვექმნა ადამიანებისთვის, რომ გაევრცელებინათ, საკუთარი ხმა მსოფლიოს გარშემო. მოვუყევით გიორგის იდეის შესახებ მან კი ვიზუალური გადაწყვეტა მოიფიქრა და თვითონვე შექმნა ეს საპასპორტე”, – განაცხადეს კომპანიაში “ფორტუნასთან”.

პასპორტის ჩასადებები ლიმიტირებული რაოდენობითაა გამოსული.

სიახლესთან დაკავშირებით დაიწერა ბლოგიც, საქართველოს ოკუპაციის შესახებ…

“მჯერა რომ თავისუფლება, რომლითაც ჩვენ ყველანი დავიბადეთ, ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს. ისტორია კი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს მოყვება, არასდროს დანებდება წინაღობებს. ქართველებმა სწორედ ასეთი მეამბოხე თავისუფლებისა და დაუღალავი ბრძოლისუნარიანობით შემაყვარეს თავი. ამის შემდეგ შეუძლებელია არ გჯეროდეს, რომ ვერავინ წაგართმევს ერთობას, როგორ ბევრჯერაც არ უნდა ცადონ.

და მაინც, როდესაც შეეცდებიან წაგართვან მიწა, მავთულხლართებით შემოიჭრან ეზოებში და შენს დამოუკიდებლობას ჩუმად და ნელ-ნელა დაეპატრონონ, აუცილებლად უნდა იპოვო გზა, მოყვე ოკუპაციის ისტორია.
მჯერა, რომ თქვენ ყველას, ჩვენ ყველას, გვსურს ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ ოკუპაცია აქ და ახლა ხდება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

რთულია იპოვო სიტყვები, რომლებსაც ყველა მოუსმენს და გაიგებს. თუმცა, ყოველი დიდი ნახტომი პატარ-პატარა ნაბიჯებით იზომება. მეც გადავწყვიტე ერთი პატარა ნაბიჯი გადამედგა.

სხვადასხვა ქვეყანაში ჩემი მოგზაურობისა და ხეტიალის ისტორიები “ხმების შეგროვებითა” და შემდეგ მათი გავრცელებით იქმნება. საქართველოშიც “ხმების შემგროვებლობამ” მომიყვანა. მაშინ, როდესაც ხმა ასეთი ძლიერი და მნიშვნელოვანია, მსურს მისი გავრცელების შესაძლებლობა სხვებსაც მივცე.

მჯერა, რომ ხშირად მცირე დეტალები იმაზე მეტს და უფრო ხმამაღლა ამბობენ ვიდრე სიტყვებს შეუძლიათ. და როდესაც თავისუფლება ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს, შენი მთავარი სათქმელი შეიძლება პასპორტზეც დაიტანო და შენთან ერთად ამოგზაურო მთელ მსოფლიოში”

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები