LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო 17 მაისზე: გვინდა, რომ ნამდვილ დღესასწაულად იქცეს ეს დღე

65

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, 17 მაისთან დაკავშირებით საზოგადეობას მიმართა. მისი თქმით, მათ, ვისაც აგრესიული განწყობა აქვს, დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისგან თავი უნდა შეიკავონ. აღნიშნულის შესახებ დეკანოზმა, საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს მიეძღვნა.

მამა ანდრიას თქმით, ისინი ემიჯნებიან ყველა იმ ჯგუფს თუ ორგანიზაციას, რომელიც თავიანთ შეხედულებებს აგრესიით გამოხატავენ.

„17 მაისთან და საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით საერთოდ შეუფერებელი რიტორიკა ისმოდა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან. გვინდა ხაზგასმით, ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ეს მსვლელობა არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, არამედ ჩვენ გვინდა, რომ ნამდვილ დღესასწაულად იქცეს ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე და ამაღლების დღესასწაული. ამიტომ, მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამგვარი განწყობა აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგან, ასევე გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ყოველგვარი აგრესიის გამოვლენა, ან პროვოკაციის, ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იყოს აღკვეთილი“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქო ასევე, ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგსაც ავრცელებს:

10:00 დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები);

11:30 მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან;

12:00 დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან; 12:00 პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები;

13:00 ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით

14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები