LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: “იმედს ვიტოვებთ მსგავსი ფაქტი მომავალში აღარ განმეორდება”

78

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრის ჩანაწერის გაქრობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 25 ივნისს მათ საიტზე აუდიოჩანაწერი აზერბაიჯანული კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე დაიბლოკა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობს ტელეკომპანია ”პირველი”, რომლის წარმომადგენელმაც განმარტა, რომ ჩანაწერის დაბლოკვა მათგან დამოუკიდებლად მოხდა.

“როგორც ვიუწყებოდით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის საპატრიარქოში შეხვედრის სრული აუდიოჩანაწერი, რომელიც 23 ივნისს გამოვაქვეყნეთ, 25 ივნისს დაიბლოკა პორტალ youtube-ზე. გაირკვა, რომ ჩანაწერი დაიბლოკა აზერბაიჯანში არსებული მულტიმედიური კომპანია TiVi media-ს მოთხოვნის საფუძველზე.  ამის მიზეზად სახელდება ის გარემოება, თითქოსდა საქართველოს საპატრიარქომ დაარღვია საავტორო უფლება და უნებართვოდ გაავრცელა  TiVi media-ს კუთვნილი ჩანაწერი. ჩვენს მიერ youtube-ს გაეგზავნა შეტყობინება, სადაც განმარტებულია, რომ საავტორო უფლება საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. შევნიშნავთ იმასაც, რომ  კომპანია TiVi media-სთან თანამშრომლობს ქართული ტელეარხი „TV პირველი“.  როგორც „TV პირველის“ წარმომადგენელმა განაცხადა, ჩანაწერის დაბლოკვა მათგან დამოუკიდებლად მოხდა, რომ ეს გაუგებრობის შედეგია და მუშაობენ თავის პარტნიორთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ამჟამად ჩანაწერის მოსმენა კვლავ შესაძლებელია ჩვენს საიტზე.

იმედს ვიტოვებთ მსგავსი ფაქტი მომავალში აღარ განმეორდება”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

23 ივნისს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრას ასახავდა. 25 ივნისს კი ჩანაწერი დაიბლოკა, თუმცა ის საიტზე მეორე დღესვე აღდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები