LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე : ამ ეტაპზე შეფასებებისგან თავს შევიკავებთ

89

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საჯარო პოზიციას იქამდე არ დააფიქსირებს, ვიდრე კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია არ იქნება ცნობილი. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მათგანის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია.

საერთოდ, ეს თემა არის მეტად სათუთი და, პირველ რიგში, ამ ორ საპატრიარქოს შორის განსახილველი და გადასაწყვეტი.

რა თქმა უნდა, ორივე მათგანი გრძნობს პასუხისმგებლობას მილიონობით მართლმორწმუნეთა წინაშე, უფრთხილდება მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობას და ვიმედოვნებთ, ყოველმხრივ შეეცდებიან, მოძებნონ გზები პრობლემების მშვიდობიანად  მოგვარებისა, რისთვისაც ჩვენც ვლოცულობთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საპარტრიარქომ უკრაინის საკითხზე კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორის წარმოშობილ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინაც გაავრცელა, რომლითაც სასულიერო პირებს როგორც ბართლომეს, ისე კირილის შეურაცხყოფისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები