LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოს დაფინანსება – შეიცვლება თუ არა არსებული მიდგომა?

232

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საპატრიარქოს დაფინასნების წესი შესაცვლელი არ არის.

საპატრიარქოს დაფინანსებაში ცვლილებების ინიციატორი რესპუბლიკური პარტიაა. გახარიამ მინიშნება ამაზეც გააკეთა და აგანცხადა, რომ ასეთი საკითხი პარტიულ დონეზე არ უნდა გადაწყდეს.

,,მე ვთვლი, რომ ეს ნაწილი შესაცვლელი არ არის. ასევე, ვთვლი, რომ ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული დონიდან გადასაწყვეტი არ არის და გადაწყვეტილება საერთო სახალხო განხილვის გზით უნდა მივიღოთ‘’ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების წესის გადახედვისკენ მოუწოდებს. 15 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ განაცხადეს, რომ  ეკლესია ყველა ხელისუფლების დროს იღებდა მატერიალურ ხელშეწყობას.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ უნდა მოხდეს ეკლესიისთვის გადაცემული თანხებისა თუ უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის პროცესის მონიტორინგი.

თამარ კორძაიას თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში მოყვანილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩართულები არიან კორუფციაში. „რესპუბლიკური პარტია“ მიირჩნევს, რომ დაფინანსების არსებული პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.

საუბარი ამასთან დაკავშირებით, ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ დაიწყო. მედიაში გასაჯაროვდა წერილი, რომელშიც საპატრიარქოში არსებულ არეულობაზეა საუბარი.