LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო რეფორმა 2018 წლიდან ამოქმედდება

38

საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა და ეროვნულმა ბანკმა ანგარიში წარადგინეს რეფორმების მიმდინარეობის შესახებ, ასევე, იმსჯელეს ცალკეულ საკვანძო საკითხებსა და რეფორმის განხორციელების ვადებზე.

აღინიშნა, რომ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მანამდე, მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

სამუშაო შეხვედრაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი, ასევე “ეროვნული ბანკის” საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები