LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო რეფორმა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება

61

საპენსიო რეფორმა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,შეხვედრაზე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა და ეროვნულმა ბანკმა ანგარიში წარადგინეს რეფორმების მიმდინარეობის შესახებ, ასევე იმსჯელეს ცალკეულ საკვანძო საკითხებსა და რეფორმის განხორციელების ვადებზე. 

აღინიშნა, რომ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მანამდე, მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები